„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამ დროისათვის დაწერეს 4 საჩივარი და 7 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, ორგანიზაციის მონიტორებმა ამ დროისათვის დაწერეს 4 საჩივარი და 7 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, არჩევნები ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტები ასევე ითვალისწინებდა წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას გრძელვადიანი დამკვირვებლების საშუალებით. დაკვირვებისას ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, ამომრჩევლებზე ზეწოლა, იძულება და მოსყიდვა, საარჩევნო სუბიექტების დაშინების, მუქარისა და ძალადობის შემთხვევები და სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 1 ოქტომბერს გამოაქვეყნა შემაჯამებელი ნიუსლეთერი, რომელშიც წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგისას გამოვლენილი ტენდენციები და მიგნებებია ასახული.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ“ (FIDH), ასევე, 1 ოქტომბერს გაავრცელა საჯარო განაცხადება, სადაც შეფასებულია წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური კონტექსტი, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები - სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სასამართლო პროცესების ჩათვლით, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები და უკანონო მოსმენების შემაშფოთებელი ფაქტები“,-აღნიშნულია განცხადებაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს სამ რეგიონში - კახეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთში აკვირდება.

ორგანიზაციის განმარტებით, არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესზე დაკვირვებას ორგანიზაცია ახორციელებს როგორც სტატიკური დამკვირვებლების, ისე მობილური ჯგუფების მეშვეობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა