„მრავალეროვანი საქართველო“ - უბნის გახსნისა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა, თუმცა, დაფიქსირდა გარკვეული ხასიათის ხარვეზებიც

„მრავალეროვანი საქართველოს“ ცნობით, 07:00-დან 08:00სთ-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. თუმცა, როგორც საერთო-სამოქალაქო მოძრაობაში აღნიშნავენ, ამის მიუხედავად, დაფიქსირდა გარკვეული ხასიათის ხარვეზებიც.

„მარნეულის 78-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა ნაკადის მარეგულირებლის და ყუთის ზედამხედველის გამოსავლენად, თავმჯდომარემ ერთპიროვნულად გადაწყვიტა, ამ ორ ფუნქციას რომელი კომისიის წევრები შეასრულებდნენ, რაზეც „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ დაიწერა საჩივარი.

ახალქალაქის 27-ე უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ, თვითნებურად, საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმების გარეშე, საარჩევნო უბანი გადაიტანა სხვა ტერიტორიაზე, მისი განმარტებით, უბნის სახურავის ჩამოვარდნის საფრთხე არსებობდა .

გარდაბნის მე-11 უბანზე, საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩააგდეს მას შემდეგ, რაც ორმა ამომრჩეველმა უკვე განახორციელა კენჭისყრაში მონაწილეობა.

ახალქალაქის 54-ე უბანზე, რეგისტრატორს ორი კომისიის წევრი ეხმარებოდა ბეჭდის დარტყმაში და მარკირების გაკეთებაში.

კრწანისის 24-ე უბანზე, დამკვირვებელი ფართის სიმცირის მიზეზით არ შეუშვეს უბანზე დაკვირვების განსახორციელებლად.

მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრების დაგვიანებით მისვლის გამო, კენჭისყრა დაიწყო 20 წუთის დაგვიანებით.

მარნეულის 48-ე უბანი პირველი ამომრჩევლისთვის გაიხსნა 20 წუთის დაგვიანებით, რადგან წილისყრის პროცედურა ჩატარდა წესის დარღვევით, რის გამოც ხელახალი წილისყრა გაიმართა, რაზეც, „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ დაიწერა საჩივარი.

გარდაბნის 65-ე უბანზე ორ ამომრჩეველს, შეცდომით მარკირების სითხის ნაცვლად სადეზინფექციო სითხე დაასხურეს. აღნიშნული დარღვევა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც აღმოიფხვრა დარღვევა.

მარნეულის 48-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა ფუნქციების გამოსავლენად, რის გამოც ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, რის შემდეგაც ხარვეზი აღმოიფხვრა.

გარდაბნის მე-60 უბანზე პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა ბეიჯის გარეშე, დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.

მარნეულის 22-ე უბანზე, ამომრჩეველი რეგისტრატორის მითითებით, სიაში სხვის გრაფაში აწერდა ხელს, რაც ჩვენი დამკვირვებლის მიერ დროულად იქნა შემჩნეული და აღმოფხვრილი.

მარნეულის 79-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება, კერძოდ არ მიეცა ვიდეოგადაღების საშუალება.

კრწანისის მე-3 უბანზე, ამომრჩეველმა ბიულეტენში მხოლოდ ერთი გრაფა შეავსო და უბანი დატოვა.

გარდაბნის 61-ე უბანზე, ამომრჩეველს კენჭისყრაში დაეხმარა ამომრჩეველი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ უბანზე.

მარნეულის 65-ე უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა