ანა დოლიძე - მხარი დავუჭირე იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენ ქვეყანას - სიძულვილის დასრულებას, მშვიდობას და სწრაფ განვითარებას

თბილისის მერობის კანდიდატის ანა დოლიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა ორპოლუსიანობის, სიძულვილის დასრულებას, მშვიდობას და სწრაფ განვითარებას.

„მე მხარი დავუჭირე იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენ ქვეყანას, ეს არის ორპოლუსიანობის, სიძულვილის დასრულება, მშვიდობა და სწრაფი განვითარება. საქართველოს სჭირდება ცვლილებები, რომ მივხედოთ საქმეს და ვიზრუნოთ წინსვლაზე. ჩვენ, ვისაც მოგვბეზრდა ის თამაში, რასაც დღეს ვუყურებთ, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. ყველა ერთად ვიქნებით საკმარისი იმისთვის, რომ ამ უნიათო და არაფრის მაქნისს ხელისუფლებას საბოლოოდ დავემშვიდობოთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, ბეღლეთის ქუჩაზე, საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევანი გააკეთა, ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს.

„დილის 10 საათზე მოვედი ჩემს საარჩევნო უბანში, აქ იდგნენ უბნის ბიჭები, რომლებიც ერთ-ერთ გამვლელს ეკითხებოდნენ, როდის მივიდოდა საარჩევნო უბანზე, თან უხსნიდნენ, რომ თანხა ჩაერიცხებოდა. „საქართველოს ბანკიდან" გაშვებულია უკვე ფული, "ლიბერთი ბანკიდან" ცოტა გაიჭედა და მალე ყველას ჩაგერიცხებათო“. რომ ჩავეკითხე, რაზე საუბრობდნენ, მოვიდა მეორე პიროვნება და შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. დიდი ალბათობით, ეს არის სწორედ ხმების მოსყიდვის ის შემთხვევა, რაზეც ჩვენ აქამდეც ვსაუბრობდით. ეს არის „ქართული ოცნების“ ერთადერთი გზა, რომ ხმები მოიზიდოს. ამიტომ, ჩვენ, ვისაც გვინდა დღევანდელი მდგომარეობის დასრულება, არ უნდა დაგვეზაროს, აუცილებლად გავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ცვლილებას,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს