თბილისში, 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 7% შეადგინა, რაც ჯამში 70 599 ამომრჩეველია

დედაქალაქში, 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 7% შეადგინა, რაც ჯამში 70 599 ამომრჩეველია. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

ცესკოს ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა 7.6% - გლდანში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი, 6,3% კრწანისის ოლქში დაფიქსირდა.

მთაწმინდის, ვაკის, ჩუღურეთის ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობამ 7-7% შეადგინა.

ისნისა და საბურთალოს ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა 6.7%-ია, სამგორში - 7.1%, დუდუბეში -7.3%, ნაძალადევის ოლქში - 7.1%.

ცნობისთვის, თბილისში რეგისტრირებულია ჯამში 1 002 900 ამომრჩეველი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს