ცესკო - ვაკის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე ბიულეტენებთან დაკავშირებით დაფიქსირებული ხარვეზი აღმოფხვრილია

ვაკის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე ბიულეტენებთან დაკავშირებით დაფიქსირებული ხარვეზი აღმოფხვრილია და კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ უბანზე ბიულეტენები ჩანაცვლდა.

ამასთან, ცესკოს სპიკერმა განმარტა, იმ შემთხვევაში თუ ბიულეტენი დაზიანებულია, არ ჩანს შესაბამისი რეკვიზიტები, რომელიც მასზეა დატანილი, მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვონ ახალი ბიულეტენი.

ასევე, მისივე ინფორმაციით, დაინტერესებული პირები დღის განმავლობაში მანიპულირებენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიასთან დაკავშირებით.

„განვმარტავთ, კანონის შესაბამისად ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფოტოებიანი ვერსიის გამოთხოვის უფლება აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და ამ ფორმით ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში არასწორი აღქმების ფორმირებას ემსახურება“, - განაცხადა იოსელიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს