ანა ნაცვლიშვილი - კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, როცა არაერთ უბანთან მობილიზებული არიან მოკრიმინალო ელემენტები, რომლებიც ცდილობენ ამომრჩევლის ნება აკონტროლონ

ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს ათობით დარღვევა ამ ეტაპისთვის და ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენლები შესაბამის საჩივრებს წერენ, ითხოვენ კანონის საფუძველზე ადეკვატურ რეაგირებას,- ამის შესახებ „ლელო საქართელოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კონკრეტული უბნები დაასახელა, სადაც სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვა და მათზე ზეწოლა ხდება.

ანა ნაცვლიშვილი მოითხოვს, რომ არჩევნებზე მომხდარ სავარაუდო დარღვევებზე შესაბამისი უწყებების მხრიდან უსწრაფესი რეაგირება მოხდეს.

„ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშოა ტენდენცია იმის შესახებ, რომ არაერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მობილიზებული არიან გაურკვეველი პირები, მმართველი პარტიის მხარდამჭერები, მათ შორის მოკრიმინალო ელემენტები, რომლებიც ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ და ამომრჩევლის ნება აკონტროლონ. რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, მინდა გითხრათ, რომ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით არ ხდება პოლიციის მხრიდან დროული, ეფექტიანი და კანონის საფუძველზე რეაგირება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, არაერთი უბნის მიმდებარედ ფიქსირდება ასეთი ტიპის თავყრილობა. ნაცვლიშვილმა შსს-ს მოუწოდა, კანონი აღასრულოს.

„სავარაუდოდ, შესაძლოა, გრძელდებოდეს ის მანკიერი პრაქტიკა, რაც არის ამომრჩევლის მოსყიდვა და პირდაპირ უბნების მიმდებარედ ფულების დარიგება. შსს-ის პასუხისმგებლობის საკითხია, ყველა ასეთ შემთხვევაზე, სადაც 100-მეტრიანი რადიუსის კანონიერი ჩანაწერი ირღვევა და არსებობს გონივრული ეჭვი იმაზე, რომ სხვა კანონდარღვევაც ხდება, ამაზე მოახდინოს სასწრაფოდ, კანონის საფუძველზე რეაგირება“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს