მამუკა ხაზარაძე - მე ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციურ მართვას, დემოკრატიის განვითარებასა და დასავლურ კურსს

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ხმის მიცემის შემდეგ, მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები არის შანსი ქვეყნის მომავალისა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

"დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ვიტყოდი ისტორიული დღეა. სწორედ ამიტომ, მე მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. დღეს ყველას გვაქვს შანსი, რომ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, თითოეული ადამიანის ცხოვრება და შევქმნათ პერსპექტივა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მე ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციურ მართვას, დემოკრატიის განვითარებასა და დასავლურ კურსს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო