„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ - დამკვირვებლებმა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 190-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ცნობით, დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 190-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

მათი განცხადებით, რუსთავის ოლქის თითქმის ყველა უბანზე, საარჩევნო უბნის შესასვლელთან მობილიზებული არიან ადამიანები, პარტიული, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წამომადგენლები ან ბეიჯის არმქონე პირები, რომლებიც ტელეფონის საშუალებით ახდენენ მოსული ამომრჩევლის პერსონალური ინფორმაციის (სახელის და გვარის) გადაცემას უცნობი პირებისთვის.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ პერსონალურ მონაცემთა ინფორმაციის დაცვის ინსპექტორის აპარატს აღნიშნულ შემთხვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„კერძოდ, რუსთავის N9 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის მითითებით საარჩვნო უბანზე მივიდა უცხო პირი, რომელიც არ ყოფილა რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით აღნიშნულ პიროვნებას უნდა უზრუნველეყო გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების ტრანსპორტირება. ორივე კომისიის წევრმა განაცხადა უარი მისი მანქანით სარგებლობაზე, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ შეუწყვიტა კომისიის წევრებს ფუნქცია და აღნიშნული ფუნქცია ზეპირსიტყვიერად გადასცა კომისიის სხვა წევრებს.

რუსთავის ოლქის თითქმის ყველა უბანზე, საარჩევნო უბნის შესასვლელთან მობილიზებული არიან ადამიანები, პარტიული ან სადამკვირვებლო ორგანიზაციის წამომადგენლები ან ბეიჯის არმქონე პირები, რომლებიც ტელეფონის საშუალებით ახდენენ მოსული ამომრჩევლის პერსონალური ინფორმაციის (სახელის და გვარის) გადაცემას უცნობი პირებისთავის. მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა ინფორმაციის დაცვის ინსპექტორის აპარატს მოახდინოს აღნიშნულ შემთხვევებზე რეაგირება და დროულად აღმოფხვრას დარღვევის ყველა ფაქტი.

მცხეთის N26 საარჩევნო უბანს აქვს ორი კარი, ერთ კართან იდგა ნაკადის მომწესრიგებელი და ხდებოდა ამომრჩევლის შეშვება კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით, ხოლო მეორე - უკანა კარიდან ამომრჩეველი შედიოდა ყოველგვარი მარკირებისა და იდენტიფიკაციის გარეშე.

კომისიის წევრების ფუნქციების გამოსავლენი წილისყრის პროცედურები დაირღვა რუსთავის N1, რუსთავის N2, მცხეთის N1, მცხეთის N26, რუსთავის N76, რუსთავის N16, მცხეთის N11, მცხეთის N21 და სამგორის N97 უბნებზე“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა