ცესკო საუბნო კომისიის წევრებს მიმართავს, ნუ დაარღვევენ კანონს და ერთ ამომრჩეველზე მეტს საარჩევნო კაბინაში ნუ შეუშვებენ, თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება არ დგას

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართავს, ნუ დაარღვევენ კანონს და ერთ ამომრჩეველზე მეტს საარჩევნო კაბინაში ნუ შეუშვებენ, თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება არ დგას. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რამდენიმე უბანზე კაბინაში ერთზე მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა.

„კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველი ხმას აძლევს ხმის მიცემის კაბინაში დამოუკიდებლად. იმ შემთხვევაში, თუ მას დახმარება დასჭირდება, უნდა მიმართოს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და მომდევნო ამომრჩეველს სთხოვს დაეხმაროს. თუ ამასთან დაკავშირებით არის საუბარი, ამ შემთხვევაში ეს კანონმდებლობის დარღვევა არ გახლავთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ფაქტთან არის დაკავშირებული, კიდევ ერთხელ მივმართავთ როგორც ამომრჩევლებს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ნუ გააკეთებენ მსგავს ქმედებას, ეს კანონით აკრძალულია!“ - განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, ცესკოს სპიკერმა მოუწოდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, ნუ შეუშლიან ხელს დამკვირვებლებს დაწერონ საჩივრები.

„საჩივრებზე უნდა იყოს რეაგირება. ასეთი ტიპის ფაქტებზე ჩვენ დაუყოვნებლივ რეაგირება გვაქვს“, - განაცხადა იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა