ლევან დავითაშვილი - ხმა მივეცი  ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ურყევად მიყვეს კურსს, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკუთარი არჩევანი გლდანის საარჩევნო ოლქის 74-ე უბანზე გააკეთა.

როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, არჩევნებში ხმა ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და იმ ურყევ კურსს მისცა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან აქვს.

„ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას; იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ურყევად მიყვეს კურსს, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს. ეს კურსი გულისხმობს მშვიდობას და მეტ კეთილდღეობას თითოეული ჩვენგანის ოჯახში; იმას, რომ ქვეყანამ 2024 წლისთვის დაგეგმილი ევროპული განაცხადი გააკეთოს და დავუბრუნდეთ ჩვენ ოჯახს.

დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ადგილობრივ არჩევნებზე წარმოდგენილი ჩვენი კანდიდატები, ჩვენი გუნდი შეძლებს იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც თითოეული მოქალაქის ინტერესშია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო