„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლის, ანა ბერიძის განცხადებით, მარნეულის მე-13 საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს აქვს ადგილი

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლის, ანა ბერიძის განცხადებით, მარნეულის მე-13 საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს აქვს ადგილი. ბერიძის თქმითვე, აღნიშნული უბნის გაუქმება საოლქო კომისიამ უნდა განიხილოს.

„საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა, რომელსაც ხმის მიცემის უფლება ერთხელ ჰქონდა, მოახერხა და ხმა ორჯერ მისცა, მესამედაც ცდილობდა ხმის მიცემას, თუმცა, სხვა დამკვირვებელი, თავმჯდომარე ჩაერია. ამის შემდეგ ეს ადამიანი ცდილობდა სხვა ადამიანები მოეყვანა, რომლებიც ამ უბანზე რეგისტრირებული არ იყვნენ, ეს ფაქტი აღმოვფხვერით. ამასთან დაკავშირებით საჩივარიც დავწერეთ. იგივე ფაქტზე მესამე საჩივრის დაწერას ვაპირებთ, სავარაუდოდ, საოლქოში განიხილავენ უბნის დახურვაზე", - განაცხადა ბერიძემ.

ე.წ. კარუსელს უარყოფს მე-13 უბნის თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

სიტუაციას ეცნობა მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ანა ილურიძე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს