თინა ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილი არც სხვა პოლიტპატიმრების შეწყალებას აპირებდა, რომლებიც შეიწყალა, თუმცა, მისი გადასაწყვეტი ეს საკითხი ნამდვილად არ იქნება

სალომე ზურაბიშვილი არც სხვა პოლიტპატიმრების შეწყალებას აპირებდა, რომლებიც შეიწყალა, თუმცა, ზურაბიშვილის გადასაწყვეტი ეს საკითხი ნამდვილად არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

„ეს იქნება და არის დღეს, ახლა, ამ წუთას ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომლებიც არჩევნებზე უნდა მივიდნენ და რომელთან ერთადაც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ. ამით დასრულდება პოლიტიკური დევნა ქვეყანაში, დასრულდება სიძულვილი, შურისძიება, დაპირისპირება, ძალადობა და ქვეყანა შეძლებს, რომ წავიდეს წინ. ამ ყველაფრის ავანგარდში, რა თქმა უნდა, იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო