კახა კუჭავა - მიხარია, რომ სრულდება ჩვენი მოწოდება შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე - რა თქმა უნდა, იქნება პატარა დარღვევები, ეს ყველა არჩევნებზე ხდება

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნები უმეტეს შემთხვევაში აბსოლუტურად წყნარ გარემოში მიმდინარეობს.

„მიხარია, რომ სრულდება ჩვენი მოწოდება შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე, ყველამ გამოხატოს თავისი არჩევანი, დაიცვას ის ახალი რეგულაციები, რომელიც პირველად მოქმედებს. რა თქმა უნდა, იქნება პატარა დარღვევები, ეს ყველა არჩევნებზე ხდება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, სიმშვიდე არის ის, რისკენაც მოვუწოდებდით ამომრჩევლებს. რასაც ვუყურებ, არამხოლოდ ქუთაისში, საქართველოს მასშტაბითაც 3 თუ 4 მცირე ინციდენტი იყო. უმეტეს შემთხვევაში არჩევნები აბსოლუტურად წყნარად, დაწყნარებულ გარემოში მიმდინარეობი, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, - აცახდებს კუჭავა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებას დარღვევებთან დაკავშირებით, კახა კუჭავა განმარტავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვისგან შეიძლება მოდიოდეს დარღვევა, რეაგირება შესაბამისი იქნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო