მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკმაოდ მაღალია

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკმაოდ მაღალია.

„საარჩევნო პროცედურები კვლავაც წარიმართება კანონმდებლობის დაცვით. მოხარული ვართ, რომ არ ფიქსირდება რაიმე არსებითი დარღვევა, რისთვისაც მადლობას ვუხდით საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს. კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და მოქალაქეს, საარჩევნო ადმინისტრაციას მისცენ პროცედურების მშვიდად წარმართვის, ხოლო ამომრჩეველს - ხმის მშვიდ გარემოში მიცემის შესაძლებლობა. კენჭისყრის დასრულებამდე 4 საათზე ნაკლები დარჩა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა თითოეული თქვენგანის ხმა აისახოს ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა