ელენე ხოშტარია - ვნახეთ ადამიანები, რომლებსაც „ქართული ოცნება“, სუს-ი იყენებს ფარად, საარჩევნო უბნებზე ურიგებენ საჭმელს, ლუდს და ამით უნდათ გავლენა მოახდინონ

„ქართული ოცნების“ მხრიდან გაყალბების უსუსური შემთხვევები ვნახეთ, ვნახეთ დაზიანებული ბიულეტენები, ბეჭდის არდარტყმის შემთხვევები, ადამიანებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ და სუს-ი იყენებს ფარად, აყენებს უბანებზე, ურიგებს საჭმელს, ლუდს და სურს ამით მოახდინოს გავლენა,- ამის შესახებ დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მათი ინფორმაციით, ოპოზიცია თბილისში დამაჯერებლად იმარჯვებს.

„მინდა მივმართო თბილისელებს, ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში ვაკვირდებით მობილიზებულ, აქტიურ მოქალაქეებს, რიგებია ქუჩებში დილის 8 საათიდან. ასევე მთელი დღის განმავლობაში ჩვენს შტაბში შემოდის დილიდან უამრავი ინფორმაცია თავად მოქალაქეებისგან, რომლებიც უფრთხილდებიან თავიანთ ხმებს, გვაფრთხილებენ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით და ეს არის მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი არა ამ არჩევნებში, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, მთავარი იარაღი ქვეყანაში ცვლილების არის ამომრჩეველი, რომელიც არის აქტიური, პასუხისმგებლიანი, რომელიც იცავს თავის ხმებს.

ასევე მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენც, ოპოზიციაც ვართ მობილიზებულები მთელი დღის განმავლობაში, არის გაყალბების უსუსური შემთხვევები „ქართული ოცნების“ მხრიდან. მე უშუალოდ გლდანის უბანზე ვარ და ვნახეთ დაზიანებული ბიულეტენები, რომელიც შეიძლება სამომავლოდ ეცადონ, რომ გააბათილონ, ვნახეთ ბეჭდის არდარტყმის შემთხვევები, ასევე, ვნახეთ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“, სუს-ი იყენებს ფარად, აყენებს უბანებზე, ურიგებს საჭმელს, ლუდს და ამით უნდათ გავლენა მოახდინონ, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი. ჩვენი ინფორმაციით, ჩვენ დამაჯერებლად ვიგებთ თბილისში. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი აქტიურობა მოიტანს ცვლილებებს.

მოვუწოდებ ყველას, მივიდეთ უბნებზე, ვანახოთ ეს ჩვენი შემართება, არა ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, არამედ თქვენთვის. ვანახოთ, რომ თბილისი, საქართველო არის ღირსეული, ამაყი მოქალაქეების ქვეყანა და არჩევანს არავის აჩუქებენ და თავად გააკეთებენ ამ არჩევანს, თუ როგორი იქნება ქვეყანა, ამიტომ ყველა უბნებზე, ყველამ დავიცვათ ჩვენი არჩევანი და საღამოს ვიზეიმოთ გამარჯვება,“- განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა