თინა ბოკუჩავა - სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ყველა წესისა და პროცედურის დაცვით შემოვიდა - ის შიმშილობას აგრძელებს

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის ქვეყანაში შემოვიდა ყველა წესისა და პროცედურის დაცვით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ მას შემედგ განაცხადა, რაც რუსთავის 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განმარტა, მან ეს საკითხი მიხეილ სააკაშვილთან არსებული მაღალი ინტერესის გამო წამოწია. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დამატებით დეტალებზე საუბარი საჭიროდ არ მიიჩნია.

„ეს კითხვა რადგან ჟურნალისტებს ჰქონდათ, ბუნებრივია, ვეცადე, რომ მისგან მომეპოვებინა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკვშირებით. მან თქვა, რომ ქვეყანაში შემოვიდა ყველა წესისა და პროცედურის დაცვით, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარს ის არ მიიჩნევს მიზანშეწონილად,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე ინფორმაციით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობას განაგრძობს, რადგან თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

„შიმშილობასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მე ძალიან ვეცადე, ჩემი მოკრძალებული აზრი მისთვის მომეხსენებინა, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მესმის, რომ ის თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად და არის პოლიტიკური პატიმარი და ეს ბრალი და მსჯავრი არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივით წარდგენილი მის მიმართ, თუმცა მისი გადაწყვეტილებაა, რომ გააგრძელოს შიმშილობა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა