ანა დოლიძე - ჩვენი წყაროს ცნობით, მესტიის პირველ და მეორე უბანზე, ასევე სოფელ ხაიშში პროვოკაცია იგეგმება

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მესტიის პირველ და მეორე უბანზე, ასევე სოფელ ხაიშში იგეგმება პროვოკაცია, რის გამოც ამ უბნებზე არჩევნების შედეგების გაუქმებას გეგმავენ. ამის შესახებ ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კამპანია შეაჯამა და უბნებში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.

„დღევანდელ არჩევნებში კარგია ის, რომ შეიმჩნევა მოსახლეობის აქტივობა. თუმცა სამწუხაროდ, წინა არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც არჩევნები მიმდინარეობს მასშტაბური და მრავალფეროვანი დარღვევებით. ძირითადად დარღვევებს ადგილი აქვს საარჩევნო უბნების გარეთ. პირველ რიგში მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც შემოვიდა სვანეთიდან. ჩვენი წყაროს ცნობით, მესტიის პირველ და მეორე უბნებზე, ასევე სოფელ ხაიშში იგეგმება პროვოკაცია, რის გამოც ამ უბნებზე არჩევნების შედეგების გაუქმებას გეგმავენ. ამიტომ მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სამართალდამცველებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ უბნებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, დარღვევები ფიქსირდება ძირითადად საარჩევნო უბნების გარეთ, მიმდებარე ტერიტორიებზე.

„ისანში, 05.04 საარჩევნო უბანზე, მე თვითონ გავიგე, ე.წ. შპანა, როგორ ეუბნებოდა ერთ-ერთ გამვლელს, რომ არჩევნებში მისვლის სანაცვლოდ გადაურიცხავენ ფულს, რომ ეს თანხა უკვე გაშვებულია "ლიბერთი ბანკიდან" და ცოტა გაიჭედა. ეს ინფორმაცია, რომ გავიგე, დაზუსტება ვცადე. ამის გამო ერთ-ერთმა მათგანმა პირადად მე მომაყენა შეურაცხყოფა. ფულის გადაცემის ფაქტი ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დიდუბის მე-15 უბანზე, ამავე უბანზე ადგილი ჰქონდა მარკირებიანი ადამიანის უბანზე ხელახლა შესვლას, ორი ადამიანი ცდილობდა მართვის მოწმობის გამოყენებით ხმის მიცემას. ჩუღურეთის 11-ე უბანში გამოვავლინეთ გარდაცვლილის სახელი და გვარით ხმის მიცემის მცდელობა, 27-ე უბანზე საჩივარი დავწერეთ თავმჯდომარის წინააღმდეგ, რომელმაც არაუფლებამოსილ პირს ბიულეტენების გადათვლის უფლება მისცა. კრწანისში, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობს, ხშირია იმ ადამიანების ბიულეტენების გაფუჭების ფაქტები, რომლებიც არ არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები. ხშირად ფიქსირდება დამკვირვებლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, გადასატანი ყუთები არ არის დალუქული და არ არის ჩართული კამერები. როგორც წინა არჩევნებში, ახლაც უბნებზე არის ქაოსი, რის გამოც ხშირად ამომრჩევლები სახლებში ბრუნდებიან,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ოფისში მივიდა მოქალაქე ნიკოლოზ გოგინაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ საარჩევნო სიიდან ამოიღეს. გოგინაშვილის თქმით, მან წინა დღეებში გადაამოწმა სია და იგი ფიქსირდებოდა, თუმცა დღეს აღარ აღმოჩნდა.

„ჩვენმა იურისტებმა გადაამოწმეს გოგინაშვილის ინფორმაცია და ის მართლაც არ აღმოჩნდა საარჩევნო სიაში. როგორც მოქალაქეები გვეუბნებიან, ამგვარი ფაქტი ხშირად ფიქსირდება. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები ვერ პოულობენ საკუთარ სახელებს სიაში და ამ გზით მათ უზღუდავენ არჩევანის უფლებას,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს