თამარ კორძაია „ქართულ ოცნებას“ - აგონიისგან ისიც კი გადაწყვიტეთ, რომ გადაკეტოთ რიკოთის გზა, აჭარის მთებში გზები - ამის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების ნდობას ვერ მიიღებთ

უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ხართ, აგონიისგან ისიც კი გადაწყვიტეთ, რომ გადაკეტოთ რიკოთის გზა, აჭარის მთებში გზები და ა.შ. მიუხედავად ამისა, ამ არჩევნებზე თქვენ ვერ მიიღებთ საქართველოს მოქალაქეების ნდობას, - ასე მიმართა პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე „ქართულ ოცნებას“.

მისი თქმით, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე შეტანილ იქნა 376 საჩივარი, ხოლო ოლქში 152 საჩივარი.

კორძაიას განმარტებით, საჩივრები ეხება ყველაფერს.

„1 საათი დარჩა უბნების დახურვამდე და გვინდა დღევანდელი დღე შევაჯამოთ. ასევე, მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის პრესკონფერენციას, სადაც მან განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსყიდვას. ბატონო შალვა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო, თქვენ აიძულებთ მოქალაქეებს, რომ შემოხაზონ 41 და ფოტო გადმოგიგზავნოთ, თუმცა საბედნიეროდ, ჩვენი მოქალაქეები არ გემორჩილებიან და არ აკეთებენ იმას, რაც თქვენ გინდათ. ასევე, მთელი დღის განმავლობაში თქვენ ვერ აიცილებთ იმას, რომ მედია გამხელთ და ყველგან საქართველოს მასშტაბით ჩანდა, რომ თქვენ ახორციელებდით მოსყიდვას იმიტომ, რომ ხართ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. აგონიისგან ისიც კი გადაწყვიტეთ, რომ გადაკეტოთ რიკოთის გზა, აჭარის მთებში გზები და ა.შ. მიუხედავად ამისა, თქვენ ვერ მიიღებთ საქართველოს მოქალაქეების ნდობას ამ არჩევნებზე“, - განაცხადა კორძაიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს