მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე - საკუთარი სიტყვების არ სჯერა

„ნაცმოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე როდესაც აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წააგო, ის რეალობაზე მეტად აცდენილია საკუთარ სიტყვებს. საკუთარი სიტყვების არ სჯერა ამ დროს ადამიანს, როდესაც ამას აკეთებს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი სხვაობით წააგო.

მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" წინა არჩევნების შემთხვევაშიც ასე ამბობდა.

„ეს კინო ჩვენ ნანახი გვაქვს, წინა შემთხვევაშიც ისინი ამბობდნენ, რომ მათ მოიგეს არჩევნები. თუ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა მიზანი, ამ შემთხვევაში, ოდნავ ადეკვატურები მაინც რომ იყვნენ, უნდა ამბობდნენ, დავუშვათ, რომ რაღაც პროცენტი ვერ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენ ამდენით ნაკლები მივიღეთ მხოლოდო. მაგრამ როდესაც ისინი საუბრობენ, რომ „ჩვენ მოვიგეთ არჩევნები“, ამას უკვე კომენტარიც აღარ სჭირდება, აქ უკვე ყველაფერი ნათელია, რამდენად არაადეკვატურები არიან ისინი მოვლენების მიმართ და რა ხარისხის მცდელობა აქვთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აგებს.

„მონაცემებზე დაყრდნობით გეუბნებით, თბილისი „ქართულმა ოცნებამ“ წააგო. აგებენ ორივე ნაწილში, - რეფერენდუმის ნაწილში ჯამურად მნიშვნელოვნად, დრამატულად აგებენ და აგებენ თბილისის მერის ნაწილშიც“, - განაცხადა მელიამ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა