აშშ-ის საელჩო - მოუთმენლად ველით, ვიხილოთ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი

საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მოუთმენლად ელოდებიან იხილონ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

„დღეს ელჩი დეგნანი საელჩოს დამკვირვებელთა 45 ჯგუფთან ერთად საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებს აკვირდება. ჩვენ მოუთმენლად ველით, ვიხილოთ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი. ასევე, მიუხედავად გამარჯვებულების ვინაობისა, ველით ვალდებულების აღებას, რომ მმართველობისას ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს