მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირი, რომელიც მარნეულში ყუთში სავარაუდოდ, ბიულეტენებს ყრიდა, „ნაცმოძრაობის“ კომისიის წევრია

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, დაფიქსირდა დაღვევა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. კერძოდ, როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, პირი, რომელიც ყუთში სავარაუდოდ, საარჩევნო ბიულეტენებს ყრიდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრია.

მდინარაძის განცხადებით, ერთ-ერთი ტელევიზია აღნიშნული ფაქტით ცდილობს საარჩევნო პროცესისა და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას.

„მარნეულში იყო ეპიდცენტრი პროვოკაციების მცდელობის და ა.შ. ამ საქმით დაკავებულები იყვნენ კახა კვეკვესკირი და ჯაბა საჯაია თუ ქამადაძე, ვერ დავადგინე. ეს ორი ადამიანი დაკავებულია, ადმინისტრაციული გადაცდომა ჰქონდათ და ერთ-ერთი ინციდენტის დროს, ისინი დააკავეს. ამ ინციდენტების ეპიდცენტრი იყო 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანი. ამ უბანზე „ტვ პირველმა“ გაუშვა კადრები, სადაც ჩანს სავარაუდო ჩაყრის ფაქტი. გვერდიდან ჩანს ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ, ამას აკეთებს, შემდეგ ხელს აფარებს. ამ დეტალებს დაადგენს გამოძიება. ეს ქალბატონი, რომელიც აჩვენა „ტვ პირველმა“ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრი და აქტიური მხარდამჭერი იზოლდა ქველაძე.

იმ კადრით, რომლითაც პროცესის და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია სცადა „ტვ პირველმა,“ აღმოჩნდა იზოლდა ქველაძე, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წვერი. მე მას არ ვაბრალებ არაფერს, ადამიანი, რომელიც ამას აკეთებდა, კადრში არ ჩანს ბოლომდე და ამის დადგენაა საჭირო. ის არ არის, არათუ ჩვენი კომისიის წევრი, არამედ წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ასეთი კადრებით ცდილობენ პროცესის დისკრედიტაციას. მთელი დღის განმავლობაში ვნახეთ ორი ფაქტი, სადაც დაფიქსირდა ხელიდან ხელში თანხის გადაცემის ფაქტი, - ერთ შემთხვევაში ქმარმა ცოლს გადააწოდა თანხა, მეორე შემთხვევაში პირიქით იყო. ესეც უტყუარად არის დადასტურებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა