Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, "ქართულ ოცნებას" ხმა ამომრჩეველთა 46%-მა მისცა, თბილისში კი კახა კალაძეს 43%-იანი, ხოლო ნიკა მელიას 39%-იანი მხარდაჭერა აქვს

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, თბილისში არჩევნების მეორე ტური იქნება.

კერძოდ, ორგანიზაციის გამოკითხვით, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“, კახა კალაძე - 43%,

„ნაციონალური მოძრაობა“, ნიკა მელია - 39%,

პარტია „საქართველოსთვის“, გიორგი გახარია - 7%.

„ხალხისთვის“, ანა დოლიძე - 4%,

„ლელო“, ანა ბიბილაშვილი - 2%,

„პატრიოტთა ალიანსი“, გიორგი ლომია - 1%,

"ჩვენი გაერთიანებული საქართველო", რიჩარდ ოკბუნუჯუ -1%.

რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, 18:00 საათის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 46% აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33%-ით.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმები ასე გადანაწილდა:

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 6%,

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ – 2%,

„ლელო“ – 2%,

„ევროპული საქართველო“ –2%,

„ხალხისთვის“ – 1%,

„გირჩი“ – 1%,

„მოქალაქეები“ – 1%,

„ლეიბორისტული პარტია“ – 1%

„პატრიოტთა ალიანსი“ – 1%,

„მესამე ძალა“ – 1%.

კვლევა Edison Research-მა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ჩაატარა და ის 18:00 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს. ქვეყნის მასშტაბით 14 660 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 2 %-ია ქვეყნის მასშტაბით.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის