გიორგი ვაშაძე საარჩევნო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საარჩევნო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს, რადგან, მისივე თქმით, ხმის დათვლა არჩევნებში არის გადამწყვეტი ფაქტორი.

ამასთან, ვაშაძის განმარტებით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჩართული აქვს ცხელი ხაზი და ყველა საარჩევნო უბანთან არიან კონტაქტზე, რათა თითოეული ხმა შემაჯამებელ ოქმებში სამართლიანად და სწორად აღიწეროს.

„საათზე ნაკლები დარჩა არჩევნების დასრულებამდე და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, ვინც არ ყოფილა არჩევნებზე, რომ მივიდნენ არჩევნებზე. მიიღეთ მონაწილეობა, დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა. ჩვენ როგორმე ეს ორპოლუსიანობა უნდა გადავლახოთ და დავიწყოთ განვითარების სრულიად ახალი ეტაპი. მეორე მხრივ მინდა მივმართო კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს, ჩვენს წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა საარჩევნო უბნებზე არის მობილიზებული, ახლა იწყება უმნიშვნელოვანესი ფაზა, როდესაც საქართველოს მოქალაქეების არჩევანი უნდა დაფიქსირდეს, ამიტომ გთხოვთ მაქსიმალურ მობილიზებას.

ჩართული გვაქვს ცხელი ხაზი, ყველა საარჩევნო უბანთან ვართ მუდმივად კონტაქტზე, რათა თითოეული ხმა, რომელიც არის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული სამართლიანად სწორად აღვწეროთ იმ შემაჯამებელ ოქმებში, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი. პროცესი, რომელიც იწყება არ არის მარტივი, არის საკმაოდ გრძელვადიანი, რამდენიმე საათი გაგრძელდება, მაგრამ გთხოვთ გამძლეობას. ჩვენც თქვენთან ერთად ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ რათა მშვიდობიანად, წყნარად დავაფიქსიროთ საქართველოს მოქალაქეების ნება ამ არჩევნებზე, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური მობილიზება გვქონდეს ბოლო საათების განმავლობაში, ხმის დათვლა არჩევნებში არის გადამწყვეტი“, - განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები იყო.

„მნიშვნელოვანი დარღვევები იყო. ეს იყო, ზეგავლენა, წნეხი ადამიანებზე და მათი ნების გამოხატვაზე. სამწუხაროდ, კვლავაც ფიქსირდება ხალხი, რომლებიც არჩევნებზე პირდაპირ ახდენენ მანიპულაციებს, დაშინებას, მოსყიდვას. მეორე მხრივ იყო საჩივრებთან დაკავშირებით პრობლემა, რომ საჩივრის შეტანა შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა მთავარია ხმის დათვლის პროცესი“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა