ირაკლი კობახიძე - 10 წლის წინ, როცა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ დააფუძნა, პირველი გამარჯვების არავის სჯეროდა - ამის შემდეგ ზედიზედ მერვე გამარჯვება მოვიპოვეთ და დიდი გამარჯვებები კიდევ წინ არის

ათი წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ დააფუძნა, პირველი გამარჯვების არავის სჯეროდა - ამის შემდეგ ზედიზედ მერვე გამარჯვება მოვიპოვეთ და დიდი გამარჯვებები კიდევ წინ არის, - აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ეგზიტპოლის შედეგები გახდა ცნობილი.

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით “გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების ტრანსლირება ხდებოდა.

“მადლობა თითოეულ თქვენგანს. ათიათასობით ადამიანი იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, ამ სამზადისში და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანს დაგვიფასდა. გამარჯვებას მივულოცავ ყველას. ასობით კანდიდატი გვყავდა, ვინც გაიმარჯვა, გახდა საკრებულოს წევრი, მერი და თითოეულ მათგანს მოვულოცავთ ამ გამარჯვებას. გაუმარჯოს ჩვენს დღევანდელ და შემდეგ გამარჯვებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების“ ლიდერებმა ადგილობრივი არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე პარტიის ცენტრალური ოფისის წინ დამონტაჟებულ სცენაზე გადაინაცვლეს და საკუთარ მხარდამჭერებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. პარტიის ოფისთან შეკრებილებს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მიმართეს, რომლებიც მხარდამჭერებთან შესახვედრად შვილებთან ერთად გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ტელეკომპანია “იმედის“ ეთერით “გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების ტრანსლირება ხდებოდა, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა