ნიკა მელია - „ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი და საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული

„ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი - ვნახეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, აქ, რა თქმა უნდა გაიმართება მეორე ტური, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ეზიტპოლის შედეგები.

მან ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.

„ძალიან დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს აქტიურობისთვის, გვერდში დგომისთვის და თანადგომისთვის. ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ და არა კონკრეტულად ცალკე აღებული კანდიდატი ან პოლიტიკური პარტია მყავს მხედველობაში. ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ,“ პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი და საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული, უმრავლესობა არის ოპოზიციური პარტიების მიერ დასაკომპლექტებელი და ვნახეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, აქ, რა თქმა უნდა გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტით, კოალიციური მმართველობაში იქნება, როგორც საკრებულო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლება თვითმმართველობის დონეზე, თბილისის მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ უკვე გამარჯვებას ზეიმობს, ნიკა მელია პასუხობს, რომ მმართველ გუნდს არჩევნებში გამარჯვება ადრეც უზეიმია, თუმცა, შემდეგ მარცხიც აღიარეს.

„წარმოუდგენელი მასშტაბის ძალადობის, გაყალბებისა და დევნის მიუხედავად, რასაც თვალყურს ვადევნებდით დღის განმავლობაში, მაინც ეს შედეგი დადგა. მახსოვს ბატონი ნარმანიას აწყობილი სცენებიც, „ქართული ოცნების“ მოზეიმე მაღალი თანამდებობის პირები. ამის შემდეგ მათი აღიარებაც მახსოვს, რომ ის შედეგი თურმე რეალობას არ შეესაბამებოდა“,- აღნიშნა მელიამ.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2022
ანაიტ ვოსკანიანი - სომხეთი მსოფლიოს ყველა ტიპის ტურისტისთვის მიმზიდველი ქვეყანაა
PSP-ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია
ბაზისბანკმა ბიზნესში 305 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა
„ლისი ინტელიგენციის“ განვითარებისთვის დახარჯული ჯამური ინვესტიცია 1 500 000 ლარს უტოლდება
Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა