მამუკა ხაზარაძე - ოპოზიციამ მიზანს მიაღწია - თბილისში ცვლილებები იწყება!

„ქართული ოცნება” თბილისში დამარცხდა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია, თბილისში იწყება ცვლილებები, - ასე ეხმაურება „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეგზიტპოლების შედეგებს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღევანდელი არჩევნებით ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო, სრულად პროპორციული არჩევნები მოიპოვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში, ჩვენ ანალოგიურ ინფორმაციას მივიღებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური და კიდევ უფრო გაუმჯობესდება ოპოზიციის შედეგი საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, „ლელოს“ მხარდამჭერს, ოპოზიციის მხარდამჭერს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს თავისი მოქალაქეობრივი ფუნქცია და მოვალეობა შეასრულა. ეს იყო მნიშვნელოვანი არჩევნები, ეს არჩევნები ჩვენ გვაძლევს ახალ არჩევნებს მომავალ წელს, სრულად პროპორციულს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც დღეს მოხდა.

არჩევნები არ დამთავრებულა, მინდა ყველას მოვუწოდო, ჩვენს თანაგუნდელებს, კომისიის წევრებს, ჯერ არჩევნები არ დამთავრებულა, ახლა იწყება ხმების დათვლა და ეს ხმების დათვლა უნდა იყოს ისეთ დონეზე ჩატარებული, რომ არცერთი ხმა არ დავკარგოთ, თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმა და ოპოზიციის”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა