გიგი უგულავა - მთელ საქართველოში და დიდ ქალაქებში ოპოზიცია ლიდერობს - დიდი ეპოქა იწყება

ფოთში ოპოზიციის საერთო კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ფოთში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

როგორც უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ არჩევნებზე ოპოზიციას „შთამბეჭდავი შედეგი აქვს“.

„მინდა, ნიკა მელიას ძალიან შთამბეჭდავი შედეგი მივულოცო. თბილისში მეორე ტურია, ნიკა ლიდერობს და მინდა, მას წარმატება ვუსურო.

რაც შეეხება ფოთს, ჩვენი მონაცემებით, აქ მერის ნაწილში არის მეორე ტური. ახლა მიმდინარეობს დათვლის ეტაპი, მაგრამ წინასწარი მონაცემები, რაც გვაქვს, მეორე ტური გვექნება. რაც შეეხება დანარჩენს, დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმუშავებენ ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე. ჩვენ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს, ჩვენ დავდეთ მეორე ტური, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებამდე ძალიან პატარა ნაბიჯია დარჩენილი. მთელ საქართველოში და დიდ ქალაქებში ოპოზიცია ლიდერობს. შესაბამისად, ეს შედეგი სულ მალე დადგება, რაც დათვლის პროცესი დასრულდება. ამიტომ, მინდა ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს მივულოცო. დიდი ეპოქა იწყება, მათ შორის აქ, ფოთში. დიდი მნიშვნელობა ექნება საკრებულოების კონფიგურაციას იმისთვის, რომ ჩვენი გეგმები განვახორციელოთ. არცერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს და არცერთი ხმა არ უნდა გაყალბდეს“,- განაცხადა უგულავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს