გიგა ბოკერია - თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ მწარე მარცხი იწვნია და შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ დიდ ქალაქებსა და საკვანძო რაიონებშიც ასეთი ვითარებაა - უნდა ვიყოთ ფოკუსირებული ხმების დაცვაზე

ნათელია, რომ თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ მწარე მარცხი იწვნია და ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდ ქალაქებსა და მსგავს საკვანძო რაიონებში, არის ასეთი ვითარება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო ხმის დაცვა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თბილისსა და ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია მეორე ტური.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც გამოიყენა თავისი სამოქალაქო უფლება - მოიხადა თავისი სამოქალაქო ვალი და გამოიყენა თავისი ხმა. ამ მონაცემებით, რაც ვიცით, ნათელია, რომ თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ მწარე მარცხი იწვნია და ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდ ქალაქებსა და მსგავს საკვანძო რაიონებში, არის ასეთი ვითარება. რა შედეგიც არის, ყველა იმ ხმის დასაფასებლად, ვინც ეს სამოქალაქო ვალი მოიხადა, ამ ღამის განმავლობაში ჩვენი აუცილებელი მიზანია დაცვა ყველა ამ ხმის. ჩვენ გველის, დიდი ალბათობით, ბევრი მეორე ტური, 100%-იანი ალბათობით თბილისშიც - რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ,“ რა მანიპულირებით უნდა გადახედოს ამ ყველაფერს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხმების დაცვაზე და შემდეგ მეორე ტურებში გამარჯვებაზე, ყველგან, სადაც ეს მეორე ტური მოიპოვეს ჩვენმა მოქალაქეებმა, ამ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საშიშ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს