საარჩევნო პროცესი ძალიან მაღალ დონეზე იყო შესრულებული. რაც შეეხება ატმოსფეროს, ის გახლდათ მშვიდი, იყო არაკონფლიქტური გარემო, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, „სოციალ პოლიტიკური პროექტების ინსტიტუტი დიალოგის“ წარმომადგენელმა, ოლენა იურკინამ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იურკინა იმედოვნებს, მთელი რიგი ინოვაციები, რომელიც წელს პირველად გამოიყენეს, თავის წვლილს შეიტანს არჩევნების ლეგიტიმურობის პროცესში.
„როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, მეც მსურს აღვნიშნო, რომ საარჩევნო პროცესი ძალიან მაღალ დონეზე იყო შესრულებული. რაც შეეხება ატმოსფეროს, ის გახლდათ მშვიდი, იყო არაკონფლიქტური გარემო. საარჩევნო უბნებზე არ იყო დაწერილი საჩივრები ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მცირე რაოდენობის საჩივრები იყო, რომლებიც მოდიოდა იმ ადამიანებისგან, ვინც სახლში მისცეს ხმა საარჩევნო უბნის მიღმა, რაც ამ საჩივარს უკვე ახსნა-განმარტებასაც უკეთებს. აგრეთვე მსურს ხაზი გავუსვა, რომ ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში როგორც ამომრჩევლების, ასევე საარჩევნო კომისიების წევრების რანგშიც. ეს არჩევნები გამოირჩევა მთელი რიგი ინოვაციების და სიახლეების დანერგვით - ამ არჩევნებში პირველად მოხდა ისეთი ფაქტორების და ელემენტების გამოყენება, როგორიც გახლავთ ვიდეოჩანაწერების გაკეთება ხმების დათვლის პროცესში. აგრეთვე მხედველობადაქვეითებულთათვის სპეციალური წამკითხველების გამოყენებას, რათა მათ ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონოდათ. იმედი მაქვს, ზემოაღნიშნული ზომები თავის წვლილს შეიტანს არჩევნების ლეგიტიმურობის პროცესში“, - განაცხადა იურკინამ.