შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ასეთი ბარიერი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უნდა გადაელახა

არ არსებობს ასეთი ბარიერი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უნდა გადაელახა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გადალახა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული 43%-იანი ბარიერი.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა მმართველ გუნდს 43%-ზე მეტი, შეთანხმებიდან გასვლის მიუხედავად, პაპუაშვილი ამბობს: „თავისთავად, რა თქმა უნდა“.

„ჩვენ არათუ გავედით შეთანხმებიდან, არამედ ამ დოკუმენტის ანულირება მოვახდინეთ. ეს დოკუმენტი არავისთვის არსებობს. ვისთვისაც ეს რელევანტურია, ჩახედოს დოკუმენტს, შეხედოს შედეგებს და თავად გამოიტანოს დასკვნები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა