შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - მათი გაზვიადებული წარმოდგენები და ბოროტი განზრახვები იქნება ფუჭი - აქედანვე შეეგუონ დამარცხებას

ყველა დაელოდოს შედეგებს, ცოტა დარჩა იქამდე, რომ წაგება გააანალიზონ, ისევე, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში არჩევნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ მოქალაქეთა მხრიდან უნდობლობა მიიღო.

„ზოგისთვის მტკივნეული იყო და ვერ აღიარებდნენ, საკუთარ თავს ვერ უტყდებოდნენ, რომ მოქალაქეთა მხრიდან უნდობლობა მიიღეს. ზოგი განზრახ იქცეოდა ასე. ასევე ნახავენ, რომ მათი ზოგიერთი გაზვიადებული წარმოდგენები და ბოროტი განზრახვები იქნება ფუჭი. განსაკუთრებით ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება - რა თქმა უნდა, გუშინდელი ფაქტიც ამას ხაზს უსვამს, ამიტომ აქედანვე შეეგუონ დამარცხებას.

ჩვენ ვნახეთ „ეგზითპოლების“ პირველადი შედეგები. ვიცით, როგორია განწყობა და ეს გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ საქართველოში მთლიანად, უმეტეს შემთხვევაში, პირველივე ტურში გვექნება გამარჯვება. აქედან გამომდინარე, ამაზე ახლა საუბარიც არ ღირს, ვინაიდან სულ რაღაც 2-3 საათი გვაცილებს იმას, რომ ჩვენ გავიგოთ შედეგი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების მგავსად, „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც მოიგო.

„მე ვენდობი ჩვენი მოსახლეობის არჩევანს, ვენდობი იმ განწყობებს, რომელსაც ვგრძნობ. ამაზე გვქონდა საუბარი, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან ჯერ მხოლოდ 11 თვეა გასული და იქ ხომ ვნახეთ შედეგი? აქედან გამომდინარე, იმ შედეგებს ხომ ვენდობოდით, ვხედავთ, რომ განწყობები "ქართული ოცნების" მიმართ საქართველოს მოსახლეობას აქვს დადებითი და ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების“, - განაცხადა შალვა პაპუშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა