„სამართლიანი არჩევნები“ - საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში, თუმცა დარღვევებით მიმდინარეობდა

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კენჭისყრის პროცესი შეაჯამა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში, თუმცა, პროცედურების დარღვევით მიმდინარეობდა.

როგორც დოლიძემ განმარტა, გამოიკვეთა ცალკეული ტენდენცია, რომელიც არჩევნების გარემოზე უარყოფითად აისახა, კერძოდ, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, უბანზე ამომრჩეველთა აღრიცხვა და არასათანადო დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემა.

„საარჩევნო დღე შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ. ერთი კენჭისყრის პროცესი, უშუალოდ საუბნო საარჩევნო კომისიებში და მეორე საუბნო საარჩევნო კომისიის გარეთ მიმდინარე პროცესები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის მისიის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში და კანონის მოთხოვნით მიმდინარეობდა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული ტენდენცია, რომელიც არჩევნების გარემოზე უარყოფითად აისახა. ასეთი ტენდენციები იყო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, უბანზე ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემა. ასევე მარკირების პროცედურის გავლის და შემოწმების პროცესების დარღვევა და სხვადასხვა პროცედურული დარღვევა.

მიუხედავად იმისა, რომ უბნის შიგნით ძირითადად მშვიდ გარემოში და პროცედურების დარღვევით მიმდინარეობდა, უფრო მეტი პრობლემა დავაფიქსირეთ უბნის გარე პერიმეტრზე.

ბევრ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არაერთჯერად ტრანსპორტირებას საარჩევნო უბნამდე, ასევე საარჩევნო უბნების ნაწილთან პარტიების კოორდინატორების გაურკვეველი ორგანიზაციების და დაუდგენელი პირების შეკრებას, რომლებიც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ, აღრიცხავდნენ ამომრჩეველს და დამაშინებელ გარემოს ქმნიდნენ. ზოგ შემთხვევაში, იქ მყოფი პირები კომუნიკაციაში შედიოდნენ ამომრჩეველთან, შემდეგ სხვებს ურეკავდნენ აღრიცხვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. ამომრჩევლის აღრიცხვა ხდებოდა, როგორც 100 მეტრის რადიუსში, ასევე 100 მეტრის გარეთაც“,- აღნიშნა დოლიძემ.

როგორც „სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, დღის ბოლოს აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 51.3% შეადგინა, რაც წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია. მათივე ინფორმაციით, თბილისში აქტივობა 48.6% იყო, ხოლო რეგიონებში 52.5%.

დოლიძემ უბნის გარეთ დარღვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ უბნის გარეთ მოსყიდვის 7 შემთხვევა დააფიქსირეს.

„ეს არ არის საბოლოო მონაცემი, თუმცა, დღის განმავლობაში დაახლოებით 7 შემთხვევა გვქონდა უბნის გარეთ მოსყიდვის, როდესაც ამომრჩეველს ფულს გადასცემდნენ“,- აღნიშნავს დოლიძე.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა