ანა დოლიძე - პარტია "ხალხისთვის" არის რწმენის და მომავლის პარტია - ჩვენ შევქმნით ახალ პოლიტიკას - საქმის პოლიტიკას

შეხედეთ სხვა პარტიების მიერ დახარჯულ რესურსებს და მათ შედეგებს. ჩვენმა პარტიამ, ამ არჩევნებში, ფაქტობრივად, ერთი ბანერის თანხა - 40 ათასი ლარი დახარჯა. ეს შედეგი იმის მანიშნებელია, რომ პარტია "ხალხისთვის" არის სიყვარულის, რწმენის და მომავლის პარტია. ჩვენ შევქმნით ახალ პოლიტიკას - საქმის პოლიტიკას, - ამის შესახებ პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ანა დოლიძემ მადლობა გადაუხადა მის ამომრჩევლებს.

მისი თქმით, ორპოლუსიანობის პირობებში, თუ რაიმე დაძაბულობა შეიძლება მომხდარიყო, ეს ამ არჩევნებზე მოხდა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ მხარდამჭერებს და ამომრჩევლებს. ამ არჩევნებმა ძალიან სერიოზული ხარვეზებით ჩაიარა, ორპოლუსიანობის პირობებში კლიმატი იყო ზედაძაბული. არ დაგვავიწყდეს, არჩევნების ბოლოს, როდესაც ამომრჩეველი ყალიბდება და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ამ დროს საქართველოში ჩამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული, ანუ ამომრჩეველთა გამყოფი ფიგურა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თან დააკავეს. მოკლედ, თუ რაიმე დაძაბულობა შეიძლება ორპოლუსიანობაში მომხდარიყო, ეს მოხდა ამ არჩევნებზე. ყველას ვისაც ჰქონდა სიმპათიები „ქართული ოცნების“ მიმართ, ყველა დაბრუნდა ღარიბაშვილთან, "ოცნებაში". ეს არის ორპოლუსიანობის ეფექტი, რაც გვინდა ჩვენ დავანგრიოთ. ამ პირობებში მოპოვებული ხმები, არის ყველაზე სუფთა, სიყვარულის, რწმენის და მომავლის ხმები. პარტია ,,ხალხისთვის“ და მე ვართ მომავლის პარტია. ცოტა ხანი კიდევ იჭიდავებს ეს ორი დიდი პარტია, რა თქმა უნდა, მე პატივს ვცემ მათ ამომრჩეველს, მაგრამ საბოლოოდ მომავალი მაინც ცვლილებისკენ მიდის. შევადაროთ ამ პარტიების რესურსებიც. ჩვენმა პარტიამ, ფაქტობრივად, ერთი ბანერის ფული დახარჯა - დაახლოებით 40 ათასი ლარი. ასეთ პირობებში, ამგვარ დაპირისპირების დროს ყველა ხმა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ არის რწმენის და თავდადების ხმა. ამიტომ ჩვენ წავალთ წინ და გარწმუნებთ, რომ ეს იქნება პარტია, რომელიც ყოველთვის ყველას აგებინებს პასუხს საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ მოვრჩებით სიძულვილს, ჭორაობას და ახალი პოლიტიკა იქნება საქმის პოლიტიკა“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს