თამარ კორძაია - შემაჯამებელი ოქმები საოლქო კომისიებში არ არის გაგზავნილი, „ქართული ოცნების“ კომისიის წევრების მეოხებით ხდება შეყოვნება

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებიდან ოქმების საოლქო კომისიებში გადაგზავნის პროცესს აჭიანურებს.

ამის შესახებ კორძაიამ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კომისიების წევრები ოქმებს ხელს განზრახ არ აწერენ, რომ ოქმების საოლქო კომისიებში გადაგზავნის პროცესი შეაყოვნონ.

კორძაია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, „პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას თავი დაანებოს“.

„შემაჯამებელი ოქმები საოლქო საარჩევნო კომისიებში არ არის გაგზავნილი და სწორედ „ქართული ოცნების“ კომისიის წევრების მეოხებით ხდება შეყოვნება. ისინი არ უსვამენ ბეჭედს, არ აქვთ ხელმოწერები, რადგან სურთ დრო გაწელონ. ამის მაგალითი იყო ის, თუ როგორ აჭიანურებს „ქართული ოცნება“ ზუგდიდში ოქმების საბოლოოდ გაფორმებას იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ აგებს ამ არჩევნებს, როგორც მერების, ისე პროპორციული სისტემით.

ასევე, მაგალითად მინდა მოვიყვანო ვაზისუბნის #67 უბანი, სადაც ნიკა მელია იგებს. პრობლემა ისაა, რომ ამ წუთას დაიწყეს ბიულეტენების გაბათილება იმისთვის, რომ მელიას ხმები დაბლა დასწიონ. გაბათილება, ისევე როგორც წინა არჩევნებზე, დღევანდელი დღის პრობლემაა. ვხედავთ, რომ ქუთაისში, სადაც ხატია დეკანოიძე დამაჯერებლად იგებს, ტოტალურად ბევრ ბიულეტენს აბათილებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა და მისი მართული საარჩევნო კომისია. იგივე ხდება ასპინძაში, სამგორში, ნაძალადევში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, თავი დაანებოს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას და შეეგუოს იმას, რომ ის კარგავს ძალაუფლებას, საარჩევნო კომისიებს თავისუფალი არჩევანის გაფორმების შესაძლებლობა მისცეს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს ხვალინდელი დღე მისცეს“,- განაცხადა კორძაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა