მამუკა მდინარაძე - ყველას ვთხოვთ, ნუ შეაფერხებენ მოგონილი მიზეზებით ოქმის შედგენას, ხმის გადათვლის პროცესს - შეთანხმებული საბოტაჟით  ნუ შექმნიან ძალით აჟიოტაჟს

მოვუწოდებთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“წარმომადგენლებს, რომ ხელოვნური მიზეზებით ნუ შეაფერხებენ საუბნო საარჩევნო კომისიებში ოქმების შედგენის პროცესს.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მათ წარმომადგენლებთან შეთანხმებით პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

„ყველას ვთხოვთ საუბნო კომისიის დონეზე, იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობის“ თუ სხვა პარტიის წარმომადგენლები, ნუ შეაფერხებენ მოგონილი მიზეზებით ოქმის შედგენას, ხმის გადათვლის პროცესს და ნუ შეეცდებიან იქ პრობლემის შექმნას, სადაც პრობლემა არ არსებობს. ერთი მხრივ, ადგილობრივ დონეზე განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები საუბნო კომისიებში, ხელოვნურად აფერხებენ პროცესს, ყველგან არა, მაგრამ ბევრგან. მეორე მხრივ, მათი ლიდერები საუბრობენ და როგორც ჩანს, ამ ნარატივის გაგრძელებას აპირებენ, რომ თითქოს ცესკო აგვიანებს რაღაცის გამოქვეყნებას, ამ შემთხვევაში, შედეგებზეა საუბარი. ამ შეთანხმებული საბოტაჟით ნუ შექმნიან ძალით აჟიოტაჟს. როგორც კი დასრულდება საუბნო დონზე ოქმების შევსება, დადგენილი წესით ეს ოქმები დაილუქება, იგზავნება საოლქო კომისიაში, ამის შემდეგ აიტვირთება და ცესკოს ექნება საშუალება ეს ყველაფერი ასახოს შესაბამის საიტზე და შესაბამის შედეგებში.

მოვუწოდებთ, რომ ხელოვნურად ნუ გააჭიანურებენ პროცესს.

პირდაპირ ეთერში ვნახეთ კადრები, მაგალითად, ზუგდიდში, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის გამო რიგი დადგა საოლქო საარჩევნო კომისიასთან. ვნახეთ პარკებით საუბნო კომისიების წარმომადგენლები, რომლებიც მიდიოდნენ თუმცა, ვერ ახერხებდნენ შესვლას დაეტოვებინათ ოქმები, თუ ვერ დატოვებდნენ, შესაბამისად, ვერ გადმოაგზავნიდნენ ცესკოში და ვერც ცესკო გამოაქვეყნებს. ნუ შევქმნით ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს“, - განაცხადა მდინარაძემ.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს