მამუკა მდინარაძე - არცთუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური, შეიძლება ეს 10-ზე მეტიც იყოს - რაც შეეხება თბილისს, გადაჭრით არ შეგვიძლია, რამე ვთქვათ

არცთუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური - შეიძლება ეს 10-ზე მეტიც იყოს, მაგრამ ეს არ იქნება 20-ზე მეტი - რაც შეეხება თბილისს, ეგზიტპოლის შედეგებით, არის 51%-ზე ცოტა მეტი, 3%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, ჩვენ გადაჭრით არ შეგვიძლია რამე ვთქვათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ეძლევა მუშაობის საშუალება, რადგან, მისი თქმით, ხდება ხელოვნურად კონკრეტული პრობლემების გამოწვევა.

მამუკა მდინარაძემ ე.წ. დისბალანსთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ხშირად ხელოვნურად არის გამოწვეული.

„დისბალანსი არის მსოფლიო პრაქტიკა, ოღონდ ეს უნდა იყოს დადგენილ ე.წ. ჩარჩოში. ეს იყო შარშან, წინა არჩევნებზე. დისბალანსი ყოველთვის იქნება, რადგან დისბალანსი ყოველთვის არის ხოლმე, რომელიც მერყეობს 3-4% ფარგლებში. სავარაუდოდ, წელსაც ასე იქნება, ამ შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული და დისბალანსი ხშირად ხელოვნურად არის გამოწვეული. მაგალითად, როდესაც ერთი ბიულეტენიც კი ამომრჩევლის მიერ არის გატანილი, უკვე დისბალანსია, ბუნებრივად, თუ სიმართლეს ასახავს ამ შემთხვევაში, დისბალანსი სახეზეა.

ერთი მხრივ ადგილობრივ დონეზე შეფერხება ხდება მათი მიზეზით, მეორე მხრივ მათი (ოპოზიციის) ლიდერები ამბობენ, რომ თურმე გაჭიანურდა შედეგების გამოქვეყნება. ესეც რომ არ იყოს, ჯერ არ არის ის დრო დამდგარი საბოლოო მონაცემები იყოს ცნობილი, ამ დრომდე მაინც იქნებოდა გაჭიანურებული. გარკვეული დრო სჭირდება ქვეყნის მასშტაბით, ამდენი ბიულეტენის დათვლას, მაგრამ ის ფაქტორი, რაც გითხარით, ისედაც წევს დროში. აქედან გამომდინარე, ცესკოს უნდა მიეცეს ნორმალური მუშაობის საშუალება, ძალით ნუ შეაფერხებენ ამ ყველაფერს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მეორე ტური, ქვეყნის მასშტაბით, შესაძლოა 10-ზე მეტ რეგიონში იყოს.

„ოპოზიცია, როდესც ამბობს, რომ ისინი იგებენ ყველგან, ეს არის უდიდესი არაადეკვატურობა ან უდიდესი განზრახ ტყუილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. ერთი მონაცემიც და მეორე მონაცემიც, გამოქვეყნებული მასალებით მტკიცებულებებს, არავის დაუჯეროთ, არც მათ - ჩვენს ოპონენტებს, არც ჩვენ. უბრალოდ მტკიცებულებები სხვა რამეზე მეტყველებენ.

არცთუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური. ეს არ იქნება რაიონების ნახევარი, მაგრამ შესაძლებელია იყოს 10-15-ში. ეს არ იქნება 2-3, მაგრამ არც 30. თუმცა, იქნება რაიონები და გიდასტურებთ, რომ რამდენიმე და არაერთი, მეორე ტური იქნება, შეიძლება ეს 10-ზე მეტიც იყოს, მაგრამ ეს არ იქნება 20-ზე მეტი. რაც შეეხება თბილისში, ეგზიტპოლის შედეგებით, არის 51%-ზე ცოტა მეტი. 3%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, ჩვენ გადაჭრით არაფერი შეგვიძლია ვთქვათ, გადაჭრით ამაზე საუბარი არ შეგვიძლია. შემოდის მონაცემები და რამდენიმე საათში უკვე გვეცოდინება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა