ნიკა მელია - მინდა, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდო, ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ სისულელეს გააკეთებენ - უპრეცედენტო შემთხვევაა, გათენდა და ოქმების უმრავლესობა არ არსებობს, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა

მას შემდეგ, რაც მოაწყვეს ზეიმი, განსაკუთრებთ თბილისში და მალევე დარწმუნდნენ, რომ საზეიმოდ საქმე არ აქვთ, წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა აკეთონ ახლა - მინდა, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდო, ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ სისულელეს გააკეთებენ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რატომ აგვიანებს ცესკო წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებას.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა გააზრება, რომ თბილისში მეორე ტური იქნება, ჯამურად კი „უპირობო მარცხი განიცადეს“.

„უბნებზე ხელოვნურად აქვთ შეჩერებული შემაჯამებელი ოქმების დაწერა და გამოტანა. ეს ვერ ხერხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დაათვლევინებენ ხუთჯერ, შემდეგ მოგონილი მიზეზებით გადაათვლევინებენ მეექვსედ, მეშვიდედ და შედეგად, ამ ქვეყანაში სახელწიფოს სახელით, ცესკო-ს სახით კაციშვილი პასუხისმგებელი აღარ არსებობს. ვიბრძვით ახლა უბან-უბან, ცენტრალური საარჩევნო შტაბიდან 30-მდე ადამიანი სხვადასხვა უბნის მიმართულებით გაემგზავრა, რომ გავაძლიეროთ ის უბნები, ადგილზე გავერკვეთ, რატომ არ გამოაქვთ. რეალური მიზეზი გახდეს ცნობილი, თუმცა ცნობილია ეს ყველაფერი. ბევრი ოქმი, რომელიც გამოტანილია საარჩევნო უბნიდან და საოლქო საარჩევნო კომისიამდეც მისულია, არ არის ატვირთული ცესკო-ს საიტზე. სულ რაღაც 27 ოქმია ამ წუთის მდგომარეობით მხოლოდ ატვირთული.

შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მათთვის იმის გააზრება, რომ თბილისში მეორე ტური იქნება და თბილისში ჯამურად „ქართულმა ოცნებამ“ განიცადა უპირობო მარცხი. მინდა, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდო, ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ სისულელეს გააკეთებენ, წარმოუდგენელი, უპრეცედენტო შემთხვევაა. მეთერთმეტე საათი დაიწყო, გათენდა და ოქმების უმრავლესობა არ არსებობს, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა“,- განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა