ცესკოს თავმჯდომარე განმარტავს, რატომ დაგვიანდა წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რატომ შეყოვნდა ცესკო-ს ვებგვერდზე არჩევნების შედეგების პირველადი მონაცემების გამოქვეყნება. ცესკომ არჩევნების წინასწარი მონაცემები ხმის მიცემის პროცესის დასრულებიდან 11 საათის შემდეგ, დღეს დილით, 07:00 საათისთვის გაავრცელა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციას არ ჰქონდა სრულად გადმოცემული კომისიების მიერ ყველა შესაბამისი ოქმი, ვერ მოხდა მისი გამოქვეყნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცოტა შევყოვნდით და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდა ამ შემაჯამებელ ოქმებს, ასევე მოეხდინა შესაბამისი მაჟორიტარული თუ მერობის პროპორციულ ჭრილში, გარკვეული დაჯამებების განხორციელება, აქვე მინდა განვმარტო გარკვეული გარემოებები, თუ რამ გამოიწვია ეს შეყოვნების პროცესი. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი ამ არჩევნებთან და შედეგებთან მიმართებაში, შესაბამისად, ჩვენ გვსურდა, რომ ეს წინასწარი მონაცემები რაღაც კონკრეტულ დროს გამოგვეცხადებინა, ამ მონაცემებს აესახა მაქსიმალურად პროპორციული ხმათა რაოდენობა ყველა საარჩევნო ოლქიდან, რისი შესაძლებლობაც ამ დრომდე რეალურად არ გვქონდა, რადგან ჯერ კიდევ შემაჯამებელი ოქმი სხვადასხვა დოკუმენტაციასთან არ არის აქამდეც წარდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიებში და ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ, ჯერ კიდევ არ არის გადმოცემული ყველა შესაბამისი ოქმი, რომელიც ჩვენ მოგცემს საშუალებას, რომ უფრო ფართო სურათი გაგვეზიარებინა ამ წინასწარი მონაცემების. ზუსტად ამ მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციას გვსურდა, რომ წინასწარი მონაცემები ყოფილიყო რეპრეზენტატული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებოდით შესაბამის შემაჯამებელ ოქმებს, ყველა იმ საარჩევნო ოლქიდან, რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფდა ამ პროპორციების დაცვას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა