ცესკოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - საფუძვლიანი ეჭვია, რომ ცესკომ შეგნებულად არ გამოაგზავნინა ადგილებიდან ის შედეგები, სადაც ოპოზიციური პარტიები ლიდერობდნენ

საფუძვლიანი ეჭვია, რომ ცესკომ შეგნებულად არ გამოაგზავნინა ადგილებიდან ის შედეგები, სადაც ოპოზიციური პარტიები ლიდერობდნენ, - ამის შესახებ ცესკოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კირთაძემ აღნიშნა, ცესკო „ქართული ოცნებისთვის“ წამახალისებელ ქმედებებს განაგრძობს.

„ჩვენ ცესკოს ასეთი ქმედება საფუძვლიან ეჭვს გვაძლევს, რომ უბნებზე შეგნებულად ხდებოდა დროის გაჭიანურება, რათა სხვადასხვა სახის მანიპულაციები მომხდარიყო. თუ დავაკვირდებით, გამოუცდელი თვალითაც კი ვნახავთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირველი სამი საათის განმავლობაში არ გაჭირვებია ახალქალაქის, ნინოწმინდის, ბოლნისის და ისეთი უბნების შედეგების ატვირთვა, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობდნენ და მაღალი შედეგი ჰქონდათ. საფუძვლიანი ეჭვია, რომ ცესკომ შეგნებულად არ გამოაგზავნინა ადგილებიდან ის შედეგები, სადაც ოპოზიციური პარტიები ლიდერობდნენ. დღევანდელი დღე ცესკომ ისე, როგორც ყოველთვის, დაუთმო „ქართულ ოცნებას“, რომ მისთვის ეს წამახალისებელი ყოფილიყო. 12-საათიანი დაკვირვების შემდეგ თითქმის თანაბრად არის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგები, ის რეალური შედეგები კი, სადაც გარდაუვალია მეორე ტურები, არსად დაუსახელებიათ. სამწუხაროა, რომ დღეს ცესკო განაგრძობს „ქართული ოცნებისთვის“ წამახალისებელ ქმედებებს“, - განაცხადა კირთაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა