რუსთავში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, თუმცა ამ დროისთვის უკვე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს, დავით კირკიტაძე კი მეორე ადგილზეა

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკვე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.

ქალაქ რუსთავში 88 საარჩევნო უბნიდან მონაცემები უკვე 55 უბანზეა დათვლილი. კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე - 44,92 %,

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე - 43.81%

შეგახსენებთ, რომ მერობის კანდიდატს პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50 %-ზე მეტი უნდა მიეღო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს