ნიკა ობოლაძე - ეს იყო ცვლილებების არჩევნები

ეს იყო ცვლილებების არჩევნები, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ 2 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგები.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურში საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ხელისუფლებაში თითქოს იმაზე აპელირებენ, რომ 43 პროცენტზე ოდნავ მაღლა არიან, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ტოტალური გაყალბება და მოსყიდვა. საბოლოოდ, ისეთი მოწყვლადი რაიონების ხარჯზე, როგორიც არის ნინოწმინდა, ახალქალაქი, როგორიც შეიძლება იყოს მარნეული და ა.შ. ისინი შესაძლოა, ცდილობნენ მეათედი ან მეასედი პროცენტების მანიპულაციას, მაგრამ ეს ახლა მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობა.

თბილისში მათ ვერ მოიგეს და არის მეორე ტური. ჩვენ კოორდინირებული ვიქნებით ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთან და აუცილებლად მოვიგებთ მეორე ტურს. ისინი ყველა დიდ ქალაქში დამარცხდნენ, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, წააგეს საკრებულოები, ახლა დაშალეს საკუთარი აწყობილი სცენა და სახლში წავიდნენ. ეს ცვლილებები იწყება ახლა, ნელ-ნელა. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ ერთად, ახლა ეს ხმები უნდა დავიცვათ, უნდა გავიდეთ მეორე ტურში და მოვიგოთ“, - განაცხადა ობოლაძემ.

მისი თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას, ნიკა ობოლაძე დარწმუნებულია, რომ მას საპატიმროში დიდხანს ყოფნა არ მოუწევს.

„რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, სააკაშვილს დიდხანს არ მოუწევს საკანში გაჩერება და აუცილებლად ყველა ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ დავიხსნათ. ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის",-განაცხადა ობოლაძემ.

მან განმარტა, რომ ამ მიზნის მისაღწევად „ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციულ ნაბიჯებს არ გადადგამს, არამედ მშვიდობიანად ეცდება სიტუაციის კონტროლს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს