სერგო ჩიხლაძე - მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების თემა კვლავ აქტუალური იქნება

მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების თემა კვლავ აქტუალური იქნება - ეს არჩევნები რეფერენდუმად შედგა,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა მათ დღის წესრიგში აქციების გამართვა, ჩიხლაძე პასუხობს, რომ ქუჩის აქციები დამოკიდებული იქნება მეორე ტურებზე და იმ გარემოებაზე, გაყალბდება თუ არა მისი შედეგები.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-მდე თვითმმართველ ერთეულში არის მეორე ტური, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიმარჯვა, რაც არის იმის ნიშანი, რომ ადამიანებს სურთ ცვლილებები. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მე არ ვთვლი, რომ წყალგამყოფი იყოს თუნდაც 43 პროცენტი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის პროცენტები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, არის უდიდესი ზეწოლის, შანტაჟის, მუქარის, პოლარიზაციის და სიძულვილის შედეგად დაგროვილი ხმები. პრაქტიკულადაც რომ შევხედოთ, როცა 20 დიდ ქალაქში დაგეგმილი გაქვს არჩევნები და დიდი ალბათობით მეორე ტურსაც წააგებს "ქართული ოცნება", მე ვფიქრობ, რომ მეორე ტურის შემდეგ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების თემა კვლავ აქტუალური იქნება. ერთპიროვნულად, „ქართული ოცნება“ ნებისმიერ შემთხვევაში ვეღარ გააგრძელებს ქვეყნის მართვას. მე მგონი, ყველა ვხვდებით, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმად შედგა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა დიდი ქალაქი ვერ წაიღო "ქართულმა ოცნებამ", სოფლებში, დაბებში, სადაც დაიწერეს მაღალი პროცენტები, ყველა ვხედავდით დილიდან როგორ ორგანიზებულად მიჰყავდათ ზოგი დაძალებით, შანტაჟით და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოსახლეობა, მაგრამ ამანაც ვერ უშველა "ქართულ ოცნებას",- განაცხადა ჩიხლაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა