ევროპის საბჭოს წარმომადგენელი - ტექნიკური თვალსაზრისით, საარჩევნო დღე საერთო ჯამში იყო წყნარი და კარგად ორგანიზებული, თუმცა კარგი საარჩევნო მართვა მონეტის მხოლოდ ერთი მხარეა

ტექნიკური თვალსაზრისით, საარჩევნო დღე საერთო ჯამში იყო წყნარი და კარგად ორგანიზებული, თუმცა კარგი საარჩევნო მართვა მონეტის მხოლოდ ერთი მხარეა. არჩევნების პოლიტიკური გარემოს შესახებ საუბრისას, ჩვენ, კონგრესიდან მწუხარებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები იყო საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიისთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის (CLRAE) დელეგაციის ხელმძღვანელმა დევიდ ერეიმ 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია დააკვირდა არჩევნების დღეს საქართველოს 9 რეგინოში. ასევე შესაძლებლობა გვქონდა დავკვირვებოდით ხმის დათვლის პროცესს რამდენიმე სააარჩევნო უბანზე, მათ შორის თბილისში. მსურს გავიმეორო, რაც ელჩმა იონსონმა უკვე თქვა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ზოგადი მახასიათებლების შესახებ. შემიძლია მხოლოდ დავეთანხმო ჩემს კოლეგებს ოდირი-დან და ევროპარლამენტიდან, რომ ის რაც ვიხილეთ, არის საერთო ჯამში მშვიდი და მოწესრიგებული საარჩევნო დღე. გარდა გარკვეული შეუსაბამობებისა ხმის მიცემის კაბინებთან მარკირების პროცედურასთან დაკავშირებით, ჩვენი დამკვირვებლების მიერ ხმის მიცემის პროცედურის დროს დიდი ხარვეზები არ დაფიქსირებულა.

ზოგიერთი საარჩევნო უბანი, განსაკუთრებით თბილისში ზომით მცირე იყო კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც ამ უბნებზე იყვნენ წარმოდგენილი.

ზოგიერთმა ჩვენმა დაკვირვებელმა ასევე შეგვატყობინა საარჩევნო უბანზე პერიმეტრის 100 მეტრიანი რადიუსის დარღვევების შესახებ.

ასევე, როგორც წინა არჩევნებზე აღინიშნა, როგორც პარტიის წარმომადგენლების, ასევე მოქალაქე დამკვირვებლების რეგისტრაცია, რომლებიც, ჩვენი აზრით, ხშირად წარმოადგენენ პარტიასთან აფილირებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელს არ უწყობს არჩევნების დამოუკიდებელი დამკვირვებლების როლს. ჩვენი აზრით, ამის მოგვარება უნდა მოხდეს მომავალი არჩევნებისთვის.

ტექნიკური თვალსაზრისით, საარჩევნო დღე საერთო ჯამში იყო წყნარი და კარგად ორგანიზებული. თუმცა კარგი საარჩევნო მართვა მონეტის მხოლოდ ერთი მხარეა,”- განაცხადა დევიდ ერეიმ.

მისივე თქმით, დისკურსმა იმის შესახებ, იყო თუ არა არჩევნები რეფერენდუმი, გადაფარა ადგილობრივი საკითხები.

„არჩევნების პოლიტიკური გარემოს შესახებ საუბრისას, ჩვენ, კონგრესიდან მწუხარებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები იყო საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიისთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. დისკურსმა იმის შესახებ, იყო თუ არა არჩევნები რეფერენდუმი, გადაფარა ადგილობრივი საკითხები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ კუთხით, ადგილობრივმა არჩევნებმა მძევლად აიყვანა ზოგადი ეროვნული პოლიტიკური სიტუაცია და ეს არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. ამ კუთხით პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ როგორც მთავრობას, ისევე ოპოზიციას.

საარჩევნო კამპანიის განმავლობაში სიძულვილის ენა და სოციალური მედიაში გავრცელებული „ფეიკ“ ამბები არის ინდიკატორი, რომ გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში. ამ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს პარალიზური ზეგავლენა აქვს დემოკრატიის კონსოლიდაციაზე. კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის დროა. პოლიტიკურ დიალოგს ფუნდამეტური მნიშვნელობა აქვს”,- აღნიშნა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს