შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, თუმცა, ის ქართული სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული და მსჯავრს ქართულ ციხეში მოიხდის

მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, მეორე მხრივ, სააკაშვილი ქართული სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული და ის მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში, - ამის შესახებ ჟუნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც სააკაშვილთან დაკავშირებით ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილს უკრაინას არ გადასცემენ და ამის მოთხოვნის არც რაიმე მექანიზმი არსებობს.

„უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, თავის მოქალაქეებზე ზრუნავს და აქედან გამომდინარე ეს მისი ვალდებულებაც არის, რომ იზრუნოს, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული. მთელი პარადოქსიც ამ სიტუაციის ის არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქე არის და მერე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის მსჯავრს. ეს არის მთელი პარადოქსი. რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტებს, არსებობს ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობა, მაგრამ რაიმე ბერკეტი მოთხოვნის (სააკაშვილის გადაცემის) არ არსებობს რა თქმა უნდა. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, მეორე მხრივ, სააკაშვილი ქართული სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული და ის მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, გადასცემენ თუ არა სააკაშვილს, პაპუაშვილი პასუხობს, რომ რა თქმა უნდა, არ გადასცემენ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ყოველთვის ზრუნავს უკრაინის მოქალაქეების დაბრუნებაზე და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც. მისი თქმით, ამისთვის ის ყველაფერს გააკეთებს.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო