რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, თანაბარი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი

ქალაქ რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, თანაბარი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, რუსთავში ყველაზე მეტი - 16 მანდატი "ნაციონალურმა მოძრაობამ" (13 - პროპორციული და 3 - მაჟორიტარული წესით) მიიღო.

„ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს 15 მანდატი (12 - პროპორციული და 3 - მაჟორიტარული წესით).

იმავდროულად, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს რუსთავის #6 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ექნება მოსაგები, სადაც კონკურენტი გიორგი გახარიას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია.

წინასწარი მონაცემებით, რუსთავის საკრებულოში სამი მანდატი პროპორციული წესით გახარიას პარტიას აქვს მიღებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს