საელჩო - დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს განცხადების თანახმად, საელჩო განცხადებაში იმედოვნებს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე-2 ტურებში.

„დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე 2- ტურებში”, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს