ლევან ბეჟაშვილი - დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან სააკაშვილის გათავისუფლების პროცესში

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტი განიხილება და ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია.

მან არ დააკონკრეტა, რა იქნება ეს სტრატეგია.

როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, სააკაშვილის დაკავების თაობაზე გადაწყვეტილებას რუსეთის გარდა, მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ აღიარებს.

"ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით "ქართული ოცნების" პოზიციაზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული. ჩვენთვის ახლა მთავარი არის გავაკეთოთ ყველაფერი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დროულად, დაუყოვნებლივ დატოვოს საპატიმრო დაწესებულება იმიტომ, რომ საქართველოში და ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ კარგად იციან, რომ იმ სასამართლო გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც მას პატიმრობა მიესაჯა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამ გადაწყვეტილებას არ აღიარებს მსოფლიოს არცერთი ქვეყანა, გარდა რუსეთისა. ამ რეალობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან მისი გათავისუფლების პროცესში და ჩვენ ამ ბრძოლაში ქვეყნის შიგნით გვექნება სხვა პარტიებთან და ასევე ჩვენს ამომრჩეველთან ერთად ერთობლივი სტრატეგია",-განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთა არ მომხდარა.

"მან საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით ყველა პროცედურა გაიარა და ამიტომ ეს ბრალდებაც მორიგი ფარსი, მორიგი დაუსაბუთებელი სისხლის სამართლის საქმე იქნება, რომელიც მის წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში აღძრული იყო",-განაცხადა ბეჟაშვილმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. მსჯავრდებულ სააკაშვილს ბრალს ოფიციალურად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გააცნობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა