,,მრავალეროვანი საქართველოს" ინფორმაციით, 21 საარჩევნო ოლქზე, სადაც სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდნენ, არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართა, გამონაკლისს წარმოადგენდა მარნეულის საარჩევნო ოლქის რიგი უბნები

"მრავალეროვანი საქართველო“ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ იმ 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ სადამკვირვებლო მისიას ახორცილებდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართა.

როგორც ,,მრავალეროვან საქართველოში“ განმარტავენ, გამონაკლისს წარმოადგენდა N22 მარნეულის საარჩევნო ოლქის რიგი საარჩევნო უბნები, სადაც არსებითი ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა.

„ საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანმა საქართველომ“ არჩევნების მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვება, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული 21 ოლქის 240 უბანზე 327 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით განახორციელა. ორგანიზაცია სრულად დააკვირდა N4 კრწანისის 31-ე უბანს, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.

იმ 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ სადამკვირვებლო მისიას ახორცილებდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართა. გამონაკლისს წარმოადგენდა N22 მარნეულის საარჩევნო ოლქის რიგი საარჩევნო უბნები, სადაც არსებითი ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა.

არჩევნების დღეს, ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიებში, 10 საჩივარი წარადგინეს, ათივე მათგანი გადავიდა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში. უმეტეს შემთხვევებში, საარჩევნო კომისიის წევრები ითვალისწინებდნენ ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების შენიშვნებს და ახორციელებდნენ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას. შესაბამისად, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამ უბნებზე საჩივრები არ წარადგინეს.

„მრავალეროვანი საქართველო“ განაგრძობს საარჩევნო ოლქებში არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/PMMG.ORG/photos/a.134180553299201/4771741299543080/

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს