თაკო ჩარკვიანის განცხადებით, 4 ოქტომბერს, ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, მისი პოლიტიკური გაერთიანება საკუთარ ხმებსა და მიხეილ სააკაშვილს ახლანდელ ხელისუფლებას „არ ანდობს“.

„პრაქტიკულად მოგებული გვაქვს არჩევნები. ეს ის ქვეყანაა, სადაც ყოფილმა პრემიერმა, გახარიამ, თავისი შარდი არ ანდო ამ ექსპერტიზას და მართლმსაჯულებას და ჩვენ ჩვენი ხმები და ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი ციხეში ამ მართლმსაჯულებას უნდა ვანდოთ? ეს არის სასაცილო მდგომარეობა. ხვალ, 12:00 საათისთვის, ჩვენ კონკრეტული საინფორმაციო გეგმა, საკიდი, საათი გვექნება დიდი ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო