სერგო ჩიხლაძე - ლაგოდეხში მე-14 საარჩევნო უბანზე დაკლებულია სამი ბიულეტენი, მე-15 უბანზე - 4 , 32-ე უბანზე გამქრალია 15 ბიულეტენი

ლაგოდეხში მე-14 საარჩევნო უბანზე დაკლებულია სამი ბიულეტენი, მე-15 უბანზე 4 , 32-ე უბანზე გამქრალია 15 ბიულეტენი, - ამის შესახებ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩიხლაძის თქმით, მათი კომისიის წევრებმა უკვე დაწერეს საჩივარი და მოითხოვეს ამ უბნების სრულად გადათვლა და ვიდეო კამერების ჩანაწერები.

„წარმოგიდგენთ ჩვენი დაკვირვების და მონიტორინგის შედეგებს. ნათელი მაგალითი თუ როგორ შეიძლება, რამდენი ხმით და ბიულეტენის მოპარვით გადაწერო შედეგი და მთლიანად შეცვალო საარჩევნო შედეგი. წარმოგიდგენთ ლაგოდეხის მე-15 ოლქში მე-14, მე-15 უბნების შედეგებს. ეს არის ერთი სამაჟორიტარო უბანი, რომელსაც ერთი მაჟორიტარი გაჰყავს ერთ უბანზე. მე-14 უბანზე დაკლებულია სამი ბიულეტენი, ხოლო მეორეზე - 4. საქმე იმაშია, რომ ორი ხმა არის საკმარისი იმისთვის, რომ მეორე ტურის ბედი გადაწყდეს. ეს ორი ხმა რომ მოიპარეს მეორე ტურში ვერ გადავიდოდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ორის მაგივრად დაკარგულია 7 ბიულეტენი.

ჩვენმა კომისიის წევრებმა დაწერეს საჩივარი და მოთხოვნილია სრულად გადათვლა ამ ორივე უბნის და ვიდეო კამერების ჩანაწერები.

ასევე ლაგოდეხის 32-ე უბანზე პროპორციულ ნაწილში 10 ხმა არის საკმარისი იმისთვის თუ ვინ გავიდა პირველ ადგილას ოპოზიცური კანდიდატი თუ „ქართული ოცნების. აქაც გამქრალია 15 ბიულეტენი“, - განაცხადა ჩიხლაძემ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, რომ „თითოეულ ხმას მივადევნოთ თვალყური იმიტომ, რომ ერთი, ორი, სამი ხმის დაკარგვით და ბიულეტენის გაქრობით შესაძლებელია მეორე ტურის ბედის გადაწყვეტა“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს